სანდრო ტონალი და ნიკოლა ძანიოლო ფსონების განთავსებაში ეჭვმიტანილები არიან - ორივე მათგანმა იტალიის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, იტალია მალტას მასპინძლობს, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში "აძურის" ორი ნახევარმცველი, სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო, დააკლდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ორივე მათგანი ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი და პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იმავე ბრალდებით საქმე იტალიის ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველის, ნიკოლო ფაჯოლის წინააღმდეგ აღიძრა.

გამოცემის ინფორმაციით, ტონალიმაც და ძანიოლომაც იტალიის ნაკრების ბაზა დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ დაუმტკიცდათ რომ იტალიის ნაკრების უარყოფით შედეგებზე დებდენ სასტიკად უნდა დაისაჯონ და დიდი ხნით ციხეში წავიდენ იტალიელი ხალხის ღალატისთვის.
ვა რა დონეა
12:07 13-10-2023
1
ვაა ესენიც ყომარობენ!?
მწვრთნელი
12:04 13-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული