"ვესტ ჰემი" მაგუაიერის დამატებას ზამთარშიც ეცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა ზამთარში გუნდი შეიცვალოს, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მისი დამატებით "ვესტ ჰემი" ინტერესდება, მოგეხსენებათ, "ჩაქუჩებს" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატება ზაფხულშიც სურდა, თუმცა მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ცნობილია, რომ ჰარი "მანკუნიანელთა" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის.

მიმდინარე სეზონში მაგუაიერმა "წითელი ეშმაკების" რიგებში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
განა ვინ ჰყავს ისეთი პატრონი ჰარის, ინგლისის ნაკრებში რომ თამაშობს?! ჰარი ნამდვილი მოსიარულე ტრაგიკომდიაა!…
ლაშა
20:24 14-10-2023
0

სიახლეები პოპულარული