რამდენიმე დღის წინ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელად ანტონიო კონტეს მოიაზრებდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა შეთავაზება იუარა, 72 წლის კინპროდიუსერის გეგმები შეიცვალა.
La Reppublica-ს ცნობით, დე ლაურენტისსა და გარსიას შორის საუბარი შედგა, სადაც ფრანგმა დაშვებული შეცდომები აღიარა, თუმცა დაიჩივლა, რომ მოთამაშეები მის მითითებებს არ ასრულებენ.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის მფლობელმა რუდის ნდობა გამოუცხადა, თუმცა გადაწყვეტილება გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით კვლავ
გადაიხედება.
"გარსიას მხოლოდ ამ შემთხვევაში გავათავისუფლებ; ვინ მსურდა სპალეტის შემცვლელად?" - დე ლაურენტისის ინტერვიუ
8000 ევრო დღეში - ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს გარსია "ნაპოლიში" და რა თანხის გადახდა მოუწევს "პარტენოპეის", თუ ფრანგს დაითხოვს
გარსია შესაძლოა ამ თვეში უმუშევარი დარჩეს - კვარაცხელიას დამრიგებლად სუპერშემტევითი ტაქტიკის მოყვარულ მწვრთნელს ვიხილავთ?