"ნაკლები მატჩების ჩატარება გსურთ? მაშინ ნაკლებ ფულს მიიღებთ" - როტენმა ფეხბურთელები გააკრიტიკა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა და "რეალის" ნახევარმცველმა ორელიან ჩუამენიმ ღიად განაცხადეს, რომ ფეხბურთელები ზედმეტად ბევრს თამაშობენ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმ მოთამაშეების კარიერას, რომლებიც 38 წლამდე თამაშს გეგმავენ.

მათ განცხადებას "პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა შემტევმა ჟერომ როტენმა უპასუხა.

"ნაკლები მატჩი გსურთ? კარგი, მაშინ თქვენ ნაკლებ ფულს მიიღებთ.

როგორც წესი, ყოველთვის ფეხბურთელების მხარეს ვარ და მათ ვიცავ, მაგრამ ვაპირებ, რომ ახლა ჩუამენის ვუპასუხო.

თქვენ, უბრალოდ თქვენს საყვარელ საქმეს აკეთებთ, ამაში გიხდიან და ვალდებული ხარ, რომ ფიზიკურად
კარგად მომზადებული იყო.

მატჩების რაოდენობა იგივეა, რაც 20-30 წლის წინ იყო, ისევ 90 წუთს გრძელდება.

დღესდღეობით, ახალგაზრდა ფეხბურთელები დროის უმეტესობას სოციალურ ქსელებში ატარებენ, ან სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, საჭიროა, რომ თავი თქვენს საყვარელ პროფესიას მიუძღვნათ", - ციტირებს როტენის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

altროტენი: მესის თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნალკლებ შემოსავალს კიარა რაც აქვთ იმის 30 პროცენტის არუკუთნის ბევრს
beqa
14:44 15-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული