დე ლაურენტისმა ახალ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია - ცნობილია, როდის დატოვებს გარსია "ნაპოლის"

AutoSharing Option
"ნაპოლის" 2024 წლის ზაფხულში ვინჩენცო იტალიანო ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ბრუნო სიცილიანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ფიორენტინას" თავკაცთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

"ვიცი, რომ დე ლაურენტისმა კონტეს დათანხმება სცადა, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა. ამის შემდეგ აურელიომ ვინჩენცო იტალიანოსთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ "ფიორენტინას" სპონსორებისგან შევიტყვე. მათ ფლორენციელებთან ახლო კავშირი აქვთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ინფორმაცია სანდოა", - განაცხადა სიცილიანომ.

შეგახსენებთ, იტალიანო "ფიორენტინას" ჩაბარებამდე "სპეციას" წვრთნიდა.

altდე ლაურენტისი: მადლობა ღმერთს, მწვრთნელად ეს ადამიანი არ დავნიშნე

alt"გარსიას მხოლოდ ამ

შემთხვევაში გავათავისუფლებ; ვინ მსურდა სპალეტის შემცვლელად?" - დე ლაურენტისის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა დაირტყამს წელიწადში მილიონ ნახევრიანოს. აბა მეტის მიმცემი არააა ეს და
ნაპოლის ფანი
15:33 16-10-2023
1
იტალიანო და სიცილიანო კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ჩელენტანო რას ამბობს საინტერესოა.
ბადრი
14:29 16-10-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული