ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს - ურუგვაიმ ბრაზილია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ურუგვაიმ ბრაზილია 2:0 დაამარცხა. 

ანგარიში დარვინ ნუნიესმა 42-ე წუთზე გახსნა. 

45+4 წუთზე ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე. 

საბოლოო ანგარიში კი ნიკოლას დე ლა კრუზმა 77-ე წუთზე დააფიქსირა. 

ამრიგად, ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს და მე-2-მე-3 ადგილებს ინაწილებენ.

altარგენტინამ პერუ მესის დუბლით დაამარცხა - "ალბისელესტეს" ზედიზედ მეთოთხმეტე გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ, ნეი ნეი? როგორ დაითარსე ბიჭო! ძალიან მწყდება გული ნეიმარზე, მერამდენედ უნდა მიიღოს ტრავმა? არადა ბრწყინვალე მოთამაშეა, უბრალოდ თავისმა ცხოვრების წესმა (კარნავალები, ღამის კლუბები და დღეობები) და ურეჟიმობამ, აი ეს შედეგი მოუტანა ქრონიკული ტრავმები. როცა პრეტენზია გაქვს იყო მსოფლიოში, ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რაღაცეებზე უნდა სთქვა უარი და მიხედო შენს პროფესიულ კარიერას, სხვანაირად არანაირად არ გამოვა. რა უნდა გისურვო ნეი, უბრალოდ მალე გამოჯამრთელებას!
ზურა
18 ოქტომბერი 2023 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული