"მე და ლეომ ერთადერთი, რაც ვერ შევძელით, ეს იყო" - ანხელ დი მარია

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ ლიონელ მესისთან ერთად თამაშზე ისაუბრა. 

"ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ, ერთადერთი, რაც ვერ შევძელით, ერთსა და იმავე კლუბში თამაში იყო... ყოველ ვარჯიშზე მისი ყურება სულ სხვაა, ვიდრე ნაკრებში 3-5 დღით ჩამოსვლა. ჩემთვის ეს მაქსიმუმი იქნებოდა და მინდოდა გამომეცადა", - განაცხადა "ბენფიკასა" და "ალბისელესტეს" ნახევარმცველმა. 

შეგახსენებთ, ანხელმა და ლეომ არგენტინის ნაკრებში 3 ტიტული - კოპა ამერიკა, ფინალისიმა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altპელეს გარინჩა ჰყავდა, მესის დი მარია - ფეხბურთელი, რომელმაც 3 გასროლით ლეოს 3 ტიტული მოუტანა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული