საბავშვო სიროფი დალია და დოპინგ-ტესტზე ჩავარდა - პაპუ გომესს ფეხბურთის თამაში 2 წლით აეკრძალა

AutoSharing Option
"მონცას" ახალწვეული პაპუ გომესი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო Relevo deportes-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, არგენტინელი მაშინ "სევილიას" ღირსებას იცავდა, თუმცა გომესმა კატარის მუნდიალზე იასპარეზა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, მოთამაშის მხარის განცხადებით, პაპუ თავს ცუდად გრძნობდა და მისი შვილის სიროფი ექიმთან კონსულტაციის გარეშე დალია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არგენტინაში ბავშვები დოპინგზე ყავთ..
"-უი რა საყვარელი ბავშვია.
-უეჭველი დოპინგზე ზის."
Levani
17:12 20-10-2023
2
ბავშვის სიროფი არა ანწლის კისელი კიდევ..
bujanga
16:44 20-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული