Calcionapoli-ს ცნობით, ნიგერიელი თავდამსმელის ადგილს ჯოვანი სიმეონე დაიკავებს, დაცვის ცენტრს ოსტიგორისა და რაჰმანის დუეტი გაამაგრებს, ანგისას კი კაიუსტე ჩაანაცვლებს.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ჟესუსსა და ანგისას ტრავმა სერიოზული არ არის, ოსიმენმა კი ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო შესაძლოა ერთ თვეზე მეტი გამოტოვოს.