მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალზე მიაღწიეს შეთანხმებას და პუშიჩი ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარის" "ბარსელონასთან" მატჩს დაესწრება.
პუშიჩი მრავალი წლის განმავლობაში "ფეიენოორდში" არნე სლოტის თანაშემწეა. ისინი ჯერ კიდევ "ტვენტეში" მუშაობდნენ ერთად.
შეგახსენებთ, პატრიკ ვან ლეუვენის გადაყენების შემდეგ "შახტარს" დროებით სპორტული დირექტორი დარიო სრნა ხელმძღვანელობს. დონეცკური გუნდის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.
"შახტარმა" მოიგო - აზაროვი შეცვლაზე შევიდა