"აიაქსის" საიტი იტყობინება, რომ მწვრთნელი მორის სტეინი გადააყენეს.
მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ჯერ უცნობია, ვინ ჩაუდგება გუნდს სათავეში.
სტეინის კონსულტანტი ბოლო მატჩებში ლუი ვან გაალი იყო და არ არის გამორიცხული, გუნდი მას ჩააბარონ.
ნიდერლანდური "ტელეგრაფი" აღნიშნავს, რომ კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა კარგი ფეხბურთელები ვერ დაიმატა და მიუხედავად ამისა, სტეინის ხელმძღვანელობით, "აიაქსს" უკეთესი შედეგები უნდა ეჩვენებინა.
სტეინის სამუშაოდან დათხოვნა შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელსაც მცირე სათამაშო დრო აქვს.
ad.nl-ის ცნობით, 1-ელი ნოემბრიდან ამსტერდამული კლუბის
ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობას ჯონ ვან ტ'სხიპი შეუდგება, თუმცა შეიძლება ის გუნდის თავკაცად დანიშნონ, მით უმეტეს, სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და "აიაქსში" მრავალი წლის განმავლობაში უმუშავია.