"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემი მონაწილეობას მიიღებს.
"რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო" განსაკუთრებულია, თუმცა მეორე წრეში ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, ან ვინ იცის, შესაძლოა ჩვენი გზები ჩემპიონთა ლიგაზეც გადაიკვეთოს. ბელინგემი? ჯუდი თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა.
ვიმეორებ, "ბარსელონასთან" დაპირისპირება უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი, რადგან ჩემპიონობისთვის "ატლეტიკოც" და "ჟირონაც" იბრძვიან, წინ გრძელი სეზონია", - განაცხადა ანჩელოტიმ.
21-ე საუკუნეში პირველად - ბელინგემი "რეალის" ისტორიაში შევიდა