"ლივერპულის" კოლუმბიელი ვარსკვლავის, ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის დედ-მამას თავს ქალაქ ბარანკასში გადაადგილებისას დაესხნენ. ლუისის დედამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა მოახერხა, მამაზე კი ჯერ-ჯერობით არავაინი სიახლე არ ვრცელდება.
კოლუმბიური გამოცემების ცნობით, ოპერაციას ქვეყნის პოლიციის დირექტორი პირადად უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება დიასს, "ლივერპულის" მაისური ამ სეზონში 9-ჯერ მოირგო (პრემიერ ლიგაში) და თავი 2 გოლით გამოიჩინა, მერსისაიდული გუნდი დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს, ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით კი კლუბს ოფიციალური განცახდება ჯერ არ გაუვრცელებია.