ვან სხიპმა ამსტერდამელებთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი "აიაქსის" ღირსებას 1981/1992 წლებში იცავდა.
რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ვან სხიპი სხვადასხვა დროს "ტვენტეს", "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდს, "მელბურნსა" და "ზვოლეს" წვრთნიდა, ბოლოს კი საბერძნეთის ნაკრებს (2019/2021 წლები) თავკაცობდა.
შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.
"აიაქსის" კოშმარი გრძელდება - მავნებლობა მიქაუტაძის მიმართ და ლოზანოს ჰეთ-თრიკი