გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენმა, ლეო მესის მე-8 "ოქროს ბურთის" მოგება ასე შეაფასა:
"ეს ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ მესის ფანი ვარ, მან უსამართლოდ გაიმარჯვა. ერლინ ჰოლანმა გასული სეზონი გაცილებით უკეთ ჩაატარა."
დი მარია, რომელიც არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელია, Olé-ს "ინსტაგრამპოსტზე" მათეუსის კომენტარს ასე გამოეხმაურა: "სადმე სხვა ადგილას იტირე!" და სიცილის სმაილი მიუწერა.