"სხვაგან იტირე" - დი მარიამ გერმანელ ლეგენდას დასცინა

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ, ლოთარ მათეუსის "ოქროს ბურთის" საკითხზე გამოთქმულ აზრს დაცინვით უპასუხა. 

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენმა, ლეო მესის მე-8 "ოქროს ბურთის" მოგება ასე შეაფასა: 

"ეს ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ მესის ფანი ვარ, მან უსამართლოდ გაიმარჯვა. ერლინ ჰოლანმა გასული სეზონი გაცილებით უკეთ ჩაატარა."

დი მარია, რომელიც არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელია, Olé-ს "ინსტაგრამპოსტზე" მათეუსის კომენტარს ასე გამოეხმაურა: "სადმე სხვა ადგილას იტირე!" და სიცილის სმაილი მიუწერა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ზოგადად ასეთი უტაქტოები,უხეშები,უზრდელები და გაუნათლებლები არიან არგენტინელები.ხეპრე ერია.უნახავი.თითქმის ყველა ასეთია,იშვიათი გამონაკლისის გარდა
Master
15:55 02-11-2023
15
ქართველებს ბევრი რამით გვანან , არგენტინელებს ევროპის ნაწილად მიაჩნიათ( თავიანთი წარმოშობის გამო) უყვართ ხელოვნება და სპორტი. ტექნოლოგიები და შრომა ეზარებათ. ეგზოტიკურები და ზარმაცები
ლეო
20:37 02-11-2023
5

სიახლეები პოპულარული