ხავიმ "შახტარიდან" სამი მოთამაშე გამოარჩია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარისა" და "ბარსელონას" (1:0) მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრა შეაფასა და მეტოქეთა გუნდიდან 3 ფეხბურთელი გამოარჩია.

"მძიმე მატჩი გამოდგა. მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად იცავდა, უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა დაცვითი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულეს.

"შახტარიდან" სიკანს, სუდაკოვსა და ნევერტონს გამოვარჩევდი", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, S ჯგუფში "ბარსელონა" 9 ქულით პირველ ადგილზეა, "შახტარი" 6 ქულით მე-3 ადგილზეა.

alt"იმედია, მოვხვდები ნაკრების განაცხადში, მინდა საქართველოს სახელი კიდევ შორს გავიტანო" - გოჩოლეიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "TST სპორტთან"

[VIDEO]

altFlashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

altსიგნალი სანიოლს: ბრწყინვალე გოჩოლეიშვილი - "შახტარმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ადვილი არ არის მწვრთნელისგან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების შეფასება ,რამეთუ ძირითადად თავისი გუნდის თამაშზეა კონცენტრირებული.ის პატარა ზანგი მართლაც თვალშისაცემად აქტიური იყო,მეტი არაფერი-აქტიური და არაშედეგიანი.დანარჩნ ორს რაც შეეხება ,ალბათ მათი გვარები ჰქონდა გაგონილი და მიტომაც დაასახელა.ხავი რომ დიდი სიბრძნით არ გამოირჩევა მისი გუნდის ბოლო თამაშებიდანაც მშვენივრად ჩანს.ობიექტურად თუ შევაფასებთ,მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების სრული გათვალისწინებით---გოჩალეიშვილი გუშინ საუკეთესო იყო.თუ ხავის მთლად არ ააქვს დაკარგული ანალიზის და შეფასების უნარი ის ამას თამაშის მშვიდად გარჩევის შემდეგ მიხვდება.გოჩალეიშვილი არის ბუნებრივი მარგალიტი ,რომელიც დამუშავების შემდეგ ,თვალისმომჭრელად აკაშკაშდება და ხავის გუნდისთვისაც არ იქნებოდა ზედმეტი ბარგი.
საჩინო
21:25 08-11-2023
3
ნევერტონი ყველაზე ცუდი იყო გუშინ ორივე გუნდიდან
შაკო
19:55 08-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული