ხავიმ "შახტარიდან" სამი მოთამაშე გამოარჩია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარისა" და "ბარსელონას" (1:0) მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრა შეაფასა და მეტოქეთა გუნდიდან 3 ფეხბურთელი გამოარჩია.

"მძიმე მატჩი გამოდგა. მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად იცავდა, უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა დაცვითი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულეს.

"შახტარიდან" სიკანს, სუდაკოვსა და ნევერტონს გამოვარჩევდი", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, S ჯგუფში "ბარსელონა" 9 ქულით პირველ ადგილზეა, "შახტარი" 6 ქულით მე-3 ადგილზეა.

alt"იმედია, მოვხვდები ნაკრების განაცხადში, მინდა საქართველოს სახელი კიდევ შორს გავიტანო" - გოჩოლეიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "TST სპორტთან"

[VIDEO]

altFlashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

altსიგნალი სანიოლს: ბრწყინვალე გოჩოლეიშვილი - "შახტარმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოჩალეიშვილი გვარი ვერ დაიმახსოვრა, ვერ გამოთქვა და ჯანდაბას იყოს ნევერტონიო.
ბადრი
16:54 08-11-2023
0
სუდაკოვი წინა თამაშიდან(გოლი შეაგდო) გამომდინარე ალბათ, თორემ გუშინ ბევრი არაფერი გაუკეთებია, გოჩოლეიშვილმა მშვენივრად ითამაშა გუშინ და 3 ფეხბურთელში უნდა მოხვედრილიყო წესით...
Givi
16:30 08-11-2023
1

სიახლეები პოპულარული