38-ე წუთზე ფრანგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად აქცია, მეორე ტაიმში კი კორონადოს ულამაზესი პასით გაატანინა.
67-ე და 69-ე წუთებზე ბენზემამ მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ალ იტიჰადმა" მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა, ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი სწორედ ბენზემასთან კონფლიქტი დასახელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგს უდისციპლინობაში ადანაშაულებდა.
"ალ იტიჰადი" 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
"ამ სიტყვებით "ჰამასის" პროპაგანდა გაავრცელა!" - ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბენზემა გააკრიტიკა