ფაბრიციო რომანო: რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია - სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-11 ტურში "ნაპოლისა" და "ემპოლის" (0:1) დაპირისპირების შემდეგ, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

"რუდი გარსია გათავისუფლების ზღვარზეა, ამის შესახებ აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კლუბის პრეზიდენტი ახლა მის შესაძლო შემცვლელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი იგორ ტუდორია", - დაწერა რომანომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტუდორი სხვადასხვა დროს "ჰაიდუკს", "პაოკს", "უდინეზეს" და "ვერონას" წვრთნიდა, ბოლოს კი
"მარსელს" თავკაცობდა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ემპოლისთან" მატჩში?

alt"ნაპოლი" "მარადონაზე" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაის გავეყარენდანუის შევეყარეო! რა იგორ ტუდორი? უარესს დღეს დამართებს ნაპოლს! რა გაუხდა ერთი ნორმალური მწვრთნელის მოძებნა, მაგრამ ამას უნდა იაფად გამოვიდეს, მწვრთნელიც უნდა და ფულლის გადახდა არა. ამიტომაც ეძებს ამ ნირიახა ხალხს. გაამართლებს გაამართლებს, თუ არადა ნახავს მერე კიდე ვინმე იაფინანს
მურთო
01:01 13-11-2023
2
ხვიჩა წესიერი კაცია, მწირ ხელფასს ითმენს, მაგრამ ქვეშეუცნობლად, მისგან დამოუკიდებლად ეს ფაქტი მაინც მოქმედებს უარყოფითად, თან ძალიანაც.
ბევრჯერ გაკრავს გულში წყენა კვარას და ეს საკმარისია თამაშის ხარისხს რომ დააკლოს
თენგო
09:00 13-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული