"პეპი ჩემი კარიერის საუკეთესო მწვრთნელია. ყოველი თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მოთამაშეებთან ურთიერთობს, ტაქტიკაზე საუბრობს.
ფანტასტიკურია ის, რაც გვარდიოლამ ფეხბურთში გააკეთა. მან სპორტის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში შეცვალა.
ეს, ერთი მხრივ, პეპის ზიანიც კი არის. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გვარდიოლას სტილის კოპირებას, იმის ნაცვლად, რომ გამოიგონოს საკუთარი ტაქტიკა", - ციტირებს მესის Globo.