ზაფხულში "რეალის" სამიზნე ალფონსო დევისი იქნება

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალის" ნომერ პირველი სამიზნე ალფონსო დევისი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ერლინ ჰოლანისა და კილიან მბაპეს შეძენა საბოლოოდ გადაიფიქრა.

კანადელ განაპირა მცველს "თეთრების" რიგებში თამაში სურს და ამის შესახებ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებს უკვე აცნობა და მიუნხენელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა.

შეგახსენებთ, დევისს "ბაიერნთან" მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული