"ლუის ენრიკეს ეს პირველივე შეხვედრისას ვუთხარი" - მბაპე

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ მისი მწვრთნელის ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა.

ფრანგი შემტევის თქმით, ესპანელ სპეციალისტს პირველივე შეხვედრისას დაჰპირდა, რომ მას პრობლემებს არ შეუქმნიდა.

"ის დიდებული მწვრთნელია და მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. პირველივე შეხვედრისას შევპირდი, რომ პრობლემებს არ შევუქმნიდი, ყველა მწვრთნელთან რომლებთანაც აქამდე მიმუშავია, თავდაუზოგავად ვშრომობდი და მათ მითითებებს ვასრულებდი", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 24 წლის შემტევის ყიდვა საბოლოოდ გადაიფიქრა.

alt"მალე ჰოლანთან და მბაპესთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს" - ბუფონმა

კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა

alt"დონარუმა ნაბიჭვარია" - მბაპე "მილანის" ფანებს სკანდირებაში აჰყვა [VIDEO]

altდეშამი: რთულია თქვა, რომ მესი რონალდოსა და მბაპეზე უკეთესია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული