"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

ლინეკერის თქმით, მესისა და რონალდოს შედარება უადგილოა, რადგან "ლა პულგას" თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

"ვფიქრობ, მესი მხოლოდ მარადონას უნდა შევადაროთ, გვინახავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კრუიფი, რონალდო, რონალდუ და ზიდანი არიან, მაგრამ მათზე მაღლა არის ორი ფეხბურთელი, რომლებიც შეუდარებლები არიან.

ჩემი აზრით, ლეო უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გულშემატკივრების უმეტესობა მას რონალდოს ადარებს, თუმცა მესის თამაშის ყურებისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ამაში არგენტინელს ვერავინ შეედრება", -
განაცხადა ლინეკერმა.

alt"ვოცნებობ და იმედი მაქვს" - ლინეკერი "ბარსელონაში" მესის შესაძლო დაბრუნებაზე

altლინეკერი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა

altლინეკერი - რუსეთის აგრესიაზე: ინტელექტი ზუსტად იმდენია, რათა იყვნენ ჩლუნგები

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე ერთი ხუჭუჭთმიანი კაცი მახსოვს, ბარსაში მესიზე წინ 10 ნომრით ის თამაშობდა. ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა ხოლმე მოედანზე. თუ ლამაზად თამაშსა და მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე მიდგება საქმე, იმას მართლა ვერავინ შეედრება.
ზურა
25 ნოემბერი 2023 13:09
1
და ვინ იყო ის ხუჭუჭთმიანი ? რონალდინიოო! რნალდინიოოო!
მალხაზ ჯობავა
25 ნოემბერი 2023 15:54
0
ლინეკერს ვეთანხმები რომ მესი და დიეგო დანარჩენზე მაღკა დგანან..და თუ თამაშისაგან სიამოვნებაზე მიდგება საქმე..არავის უთამაშია ფეხბურთი გაუჩოსავით..
კიეზა
25 ნოემბერი 2023 21:06
3
მართალი ხარ გარი! მე პირადად მესისნაირად არავინ მომწონდა და აღარც მომეწონება! ლაპორტას, რო არ ემამაძაღლა ლეოს მიმართ და ეხლა ბარსაში ყოფილიყო ლეო წარმოგიდგენიათ რა მაგარ ფორმაში იქნებოდა მესი? მშობლიური კლუბი მაინც სხვაა! დარწმუნებული ვარ დღემდე ფსიქოლოგიურად, ხინჯად მაინც ექნება ლეოს, თუ როგორ გაწირა და გაიმეტა მაფიოზამ! ვერ გიტან ლაპორტა!
ლაშა
25 ნოემბერი 2023 17:39
2
ლაპორტა ახვარი და დეგენერატია.
ფუი მაგისი...
25 ნოემბერი 2023 20:34
2
სქელი და ღიპიანი ლაპორტას დ***აც
რეზი
25 ნოემბერი 2023 18:04
2
ვკითხულობ კომენტარებს და ასე მგონია,პელე,უძინართა მზეში,ვირთხას რომ ჰქვია,მხოლოდ ის ჰგონიათ.ვიცი,რომ იციან,მაგრამ მისი თამაში არ უნახიათ და ვისი თამაშიც იციან,მათ შორის არჩევენ.მარადონას ეპოქაში,ჯერ კიდევ ახსოვდათ პელეს თამაში და საუკუნის ფეხბურთელადაც დაასახელეს.ვთქვათ და მარადონა უფრო მეტია,მაგრამ მომსწრეები,მარადონისტებიც კი,ერთ სიბრტყეზე რომ მოიხსენიებენ,ეგეც არაფერს ნიშნავს?მესიც მაგ სიბრტყეზეა და სამებაც შეიკრა.პელე-ფეხბურთის მეფე!მარადონა-ფეხბურთის ღმერთი!მესი-ფეხბურთის მესია!
სოსო
26 ნოემბერი 2023 00:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული