"არ ვფიქრობ, რომ მეტოქემ გვაჯობა" - ბალოგუნი პსჟ-სთან 2:5 მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკოს" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

"მონეგასკელთა" ფორვარდმა ფოლარინ ბალოგუნმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეტოქე მათზე უკეთესი სულაც არ ყოფილა.

"როდესაც ასეთი ანგარიშით მარცხდები, რთულია, რომ რაიმე პოზიტიურზე ისაუბრო. პირველი ტაიმის განმავლობაში არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. პსჟ შესანიშნავი გუნდია, თუმცა გოლები საკუთარი შეცდომების გამო გავუშვით.

არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ, უბრალოდ საკუთარი შანსები გამოიყენეს", - განაცხადა ბალოგუნმა.

შეგახსენებთ, ამერიკელი ფეხბურთელი "მონაკოს" გასულ ზაფხულს, ლონდონის "არსენალიდან" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ
შეუერთდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი შემდეგში 10-0 მორჩება.
0
ჰო რა თქმა უნდა..ნებისმიერ წაგებაზე იფიქრე რომ ვერ გაჯობეს და მერე იფიქრე რომ ჩემპიონი გახდი, ასე ხომ თამაშიც არ იქნება საჭირო,. წამოუწექი ტელევიზორს და იფიქრე რომ პელა-მარადონა-მესი ხარ :)
საბა
15:28 25-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული