მხითარიანი "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "ნერაძურისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მილანურ კლუბს 34 წლის სომეხ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და მხარეები 2-წლიან ხელშეკრულებას დეკემბერში გააფორმებენ.

მხითარიანმა "ინტერის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ომი განახლდა, ეს გენოციდია!" - მხითარიანი ყარაბახში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

altმხითარიანის 2 გოლი და საგოლე პასი - "ინტერმა" "მილანი" გაანადგურა [VIDEO]

altსომხური ფეხბურთის ისტორია დაწერილია - მატჩის

საუკეთესო მხითარიანის ფინალის შანსი...

altესპანელებმა მხითარიანი ქართველად მოიხსენიეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოღმიანი ხელმოცარულობა იწვევს გონებადაბინდულობას, რაც კომენტარებში ჩანს. )))) ერთხელ და გასაგებად ახსნა იმ ბიჭმა უთამაშებლობის მიზეზი, რის გამოც თუნდაც იტალიაში სამი თუ ოთხი ფეხბურთელი თამაშობს ახალგაზრდულიდან, რომლებიც ეროვნული ნაკრების მომავალს წარმოადგენენ, მაგრამ ბოღმით დაბინდულ ტვინებს ამის გაანალიზების უნარი რამ მისცა? ))))))))))
გივი
01 დეკემბერი 2023 13:28
3
იმ ერთი ქართული ფილმის უხილავი პერსონაჟის არ იყოს მარტო სახელი-გივი,რომ ჰქვია და სინამდვილეში არავინ არაა, მარტო სახელია-ცარიელი ადგილი, ზუსტადაც შენც არავინ ხარ ჩემთვის,მაგრამ.....ბოღმას რას ეძახი, რა ჩემი ადგილი დაიკავა კვარამ გუნდში თუ ჩემი ყანის მოსამზღვრეა და საზღვარი გადმოწიაა... ან რამდენად ხელმოცარული თუ წარმატებული პიროვნება ვარ შენ რა იცი, საიდან დაასკვენი?. თუ ვინც შენსავით არ ფიქრობს დ განსხვავებულად აფასებს ამა თუ იმ მოვლენებს, ამ შემთხვევაში კვარას და მიქაუტაძის უარს ევრო-21-ზე თამაშზე ჭკუასუსტია, ხოლო შენ და შენისთანები-სოლომოს ბრძენი არაა?? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი აღნიშნულ იმფორმაციაზე და ხვიჩას და მხითარიანის დღემანდელობა შევადარე,როგორც მესმის და ჭეშმარიტებაზეც არ მაქვს პრეტენზია. ასევე ვთვლი რომ მიქაუტაძეს და ხვიჩას ახალგაზრდულში აუცილებლად უნდა ეთამაშად და დახმარებოდნენ ნაკრებს ოლიმპიური საგზურის მოპოვებაში. სხვისი არ ვიცი და ვერავის ნახავდი იმ 60 ათასი კაციდან, რომლებიც დინამო არენაზე შეიკრიბა მაშინ, ისრაელთან თამაშზე, რომელიც მათ გადაწყვეტილებას ამართლებდა, არც გამოვა რამდენი დროც არ უნდა გავიდეს-ასეთი რამ არ გაპრავდება მათი საქციელი დროის გასვლასთან ერთად-პირიქით. ისე როგორ წაადგა მათ კარიერას მათი ეს გადაწყვეტილება კიდევ სხვა თემაა.
რაო! რაოო!!!
01 დეკემბერი 2023 17:31
0
დინამოს და რაორაოს რაღაცეებს ნუ ურევთ რა ახალგაზრდული ნაკრები და ეროვნული გაარჩიეთ ერთმანეთისგან თუ ვერ არჩევთ მოკეტეთ
ეეე
01 დეკემბერი 2023 13:12
2
მართალია! ასით ვეთანხმები, შემირცხვენია კვარას და მიქაუტაძის საქციელი უარი, რომ თქვეს ნაკრებში თამაშზე ევროს მეოთხედფინალში მაინც, ჰამლეტა 35 წლის კაცია და შეიძლება გაუგო, მაგრამ ამ ვითომ სუპერვასკვლავებმა დასვენება,ქეიფი თუ უქეიფობა რომ მოიმიზეზეს ეს არის ბევრისთვის ამაზრზენი. ისე.. იმიტომაც მიდით კლუბებში ეხლა კარგად საქმეები.... მხითარამ კი ამ ასაკში ორ წლიანი კონტრაქტი და 3.5 მლ-იანი ხელფასი გაირტყა....შემახსენეთ!! სექტელებო რამდენი აქვს გასამრჯელო, ჩვენს ოქროს ბურთის მაძიებელთა ოცეულში მყოფ ვასკვლავს..
რაო! რაოო!!!
01 დეკემბერი 2023 10:30
4
გეთანხმებით ეეე, მითუმეტეს გადამწყვეტ მომენტებში ნაკრებში თამაშზე უარი არც ჩვენთვის არაა უცნობი
დინამოელი
01 დეკემბერი 2023 08:56
1
ყველა ის ფეხბურთელი შემირცხვენია გინდ სომეხი იყოს, გინდ ქართველი და ვინც არ უნდა იყოს, ვინც ინტერის დონის გუნდში ძირითადის ფეხბურთელი იქნება და მშობლიურ ნაკრებში თამაშზე კი უარს იტყვის.
ეეე
30 ნოემბერი 2023 22:29
2

სიახლეები პოპულარული