11:00 17-09-2023
მხითარიანის 2 გოლი და საგოლე პასი - "ინტერმა" "მილანი" გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-5 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 38-ე წუთზე მარკუს ტურამმა "მილანს" ეფექტური გოლი გაუტანა.
57-ე წუთზე რაფა ლეაომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მხითარიანმა დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყოფილი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
მატჩის საბოლოო ანგარიში დავიდე ფრატესიმ 90+3 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "ინტერი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს, სიმონე ინძაგის გუნდი მორიგ შეხვედრას 20 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.
"მილანი" 9 ქულით მე-3 ადგილზეა, სტეფანო პიოლის გუნდი 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Ნეტავ გახდება კვარა ჰენრიხას დონე როდისმე.ა კლასი,ა ფეხბურთელი!!! Ხოდა დაეშვით სექტა მიწაზე,ამ ილუზიებში როდემდე გინდათ ყოფნა?
10
25
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


