"ლიონმა" მთავარ მწვრთნელი ფაბიო გროსო თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო და ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებენ.
გროსომ ლიგა 1-ის გამორჩეულ კლუბში მუშაობა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და ლორან ბლანი შეცვალა, რომელიც სეზონის სტარტზე ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
"ლიონი" სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო ადგილზეა და ჩემპიონატიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას.
გროსოს სავარაუდო შემცვლელთა სიაში გუნდის ყოფილი მწვრთნელი ბრუნო ჟენესიო, იგორ ტუდორი და ხორხე სამპაოლი შედიან, ვარჯიშებს კი დროებით აკადემიის დირექტორი პიერ საჟი უხელმძღვანელებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
17:00 30-11-2023
"ლიონმა" მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მეორედ გაათავისუფლა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული