მალდინი: მზად მქონდა გეგმა, თუ როგორ შეძლებდა "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ "როსონერის" შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიელმა ლეგენდამ გასულ ზაფხულს მშობლიური კლუბი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მალდინის თქმით, მას სთხოვეს მოემზადებინა გეგმა, თუ როგორ შეძლებდა "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას, პაოლომ კი ეს დავალება შეასრულა, თუმცა არავინ მოუსმინა...

"მთხოვეს, მომემზადებინა გეგმა, თუ როგორ შეძლებდა "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ასეც მოვიქეცი, თუმცა კარდინალემ არც კი მომისმინა. როგორც ჩანს, ჩემი გაშვება გაცილებით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი.

ხშირად მსაყვედურობდნენ დე კეტელარის ტრანსფერის გამო, თუმცა მათ აღარ ახსოვდათ, თუ ვინ აღმოაჩინა რაფაელ
ლეაო, ისმაილ ბენასერი და ტეო ერნანდესი", - განაცხადა მალდინიმ.

altპაოლო მალდინი შესაძლოა "ალ იტიჰადის" დირექტორი გახდეს

alt"მილანმა" მალდინი ამჯერად იჯარით "ემპოლიში" გაუშვა

alt"ყოველგვარ ლოგიკას სცდება, გუნდის ისტორია უნდა იცოდნენ" - ნესტამ მალდინის "მილანიდან" გაშვებაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Gnidebma chaxsnes paolo da kargi chitic daichires....milanis legenda xar!!!
L.J .
19:49 01-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული