"სამწუხაროდ, იმედებს ვუცრუებ" - ბელინგემი ანჩელოტიზე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა Tuttosport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა ინგლისელის თქმით, მადრიდულ გუნდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, თუმცა "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის არ მოსწონს, რომ ჯუდი ესპანურად ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

"გაჩერებას არ ვაპირებ და ძალიან ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. სამწუხაროდ, ანჩელოტის იმედებს ვუცრუებ, ესპანურად საუბარი ჯერ კიდევ არ შემიძლია. უცხო ენის შესწავლა ძალიან მიჭირს, თუმცა პირობას ვდებ, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება", - განაცხადა ბელინგემმა.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" გასულ ზაფხულს, "დორტმუნდიდან" 103
მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მალევე "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

altფერდინანდმა გაამხილა, რატომ არ გადავიდა ბელინგემი "მანჩესტერ იუნაიტედში"

alt"მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა" - ბელინგემი "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

altითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესე კარგა ხანია ფეხბურთელი არ მომწონებია, ხვიჩას წინა სეზონს თუ არ ჩავთვლი.
გიორგი
21:20 04-12-2023
3
ეს ოროსანი,ესა! 5 თვეში,ესპანური ვერ უსწავლია,თურმე!გადაჰყვა,ამ ფეხბურთის თამაშს და წიგნებში აღარ იყურება!
სოსო
20:48 02-01-2024
2

სიახლეები პოპულარული