ის, რასაც ყველა ელოდა - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 დეკემბერს, ქალაქ მილანში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ "ნაპოლის" გადაეცა. ჯილდო გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.

დაჯილდოებას ესწრებოდა ლუჩანო სპალეტიც. მოგეხსენებათ, იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ტოსკანელმა "პარტენოპეი" გასული სეზონის ბოლოს სწორედ ამის გამო დატოვა.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა, რადგან კლუბის პრეზიდენტმა და ყოფილმა მწვრთნელმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს.

"გასული
სეზონი ჩვენთვის დაუჯერებლად კარგი გამოვიდა, რადგან ავიხდინეთ ოცნება, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამაში სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

altდაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]

alt"კვარამ" დაცვაში არ უნდა ირბინოს - დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა" - ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ იყო გულთბილი შეხვედრა. სპალეტი მეტად თავშეკავებული იყო.
გია_544
14:46 05-12-2023
0
ერთი ეგენი შეხვდნენ გულთბილად და მეორე მე და ჩემი სიდედრი ვხვდებით ხოლმე....
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული