ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
აფრიკის 2022/23-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლისა" და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.

ოსიმენის კონკურენტები მოჰამედ სალაჰი და აშრაფ ჰაკიმი იყვნენ.

გასულ სეზონში ოსიმენი 26 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა, ხოლო ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და შესარჩევი ტურნირის ბომბარდირი გახდა.

აფრიკის საუკეთესო მეკარედ იასინ ბუნუ ("ალ ჰილალი" - მაროკო) დაასახელეს, საუკეთესო მწვრთნელად კი - ვალიდ რეგრაგი, რომლის ხელმძღვანელობით, მაროკოს ნაკრები კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არ ვულოცავთ??? ხვიჩას პატივს სცემს და ჯიგარია...წარმატებები ოსი :)))
5
ყოჩაღ!არაა პატარა ამბავი.
ხვიჩასთან ერთად შარშანდელზე უკეთესად გეთამაშოს "ნაპოლიში" სეზონის დარჩენილ ნაწილში!
მაო
11:20 12-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული