უარი "ბარსელონას" და თანხმობა "ნაპოლის" - "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსოს, "ნაპოლიში" გადასვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ანტონელო გალო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი "პარტენოპეის" ზამთარში იჯარის წესით შეუერთდება.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის ლო სელსომ არჩევანი იტალიურ გუნდზე გააკეთა, სავარაუდოა, რომ გუნდები შეთანხმებას იჯარაზე მიაღწევენ.

შეგახსენებთ, ლო სელსო "ტოტენჰემს" "პარი სენ ჟერმენიდან" შეუერთდა, 27 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვდა, თუმცა ტრავმის გამო მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვითომ შეცვლის ზელინსკის? ცოტა ეჭვი მეპარება. ნიჭიერია, მაგრამ შავი სამუშაოს შესრულებას თავს არიდებს.
Walter White
17:36 15-12-2023
3
სწორი ნაბიჯია! არეულ ბარსაში ,ვისაც თავში ჭკუა აქვს, არ უნდა მივიდეს! ბარსაში გადასვლით, უმეტესი უცხოელი ფეხბურთელი კარგავს იმ თვისებას, რითიც იყო ცნობილი, მაგალითისთვის: ლევანდოვსკიც კმარა, აღარ ვიძახი დანარჩენ ფეხბურთელებზეც, რომელებიც სკამზე ხეხვით ჩაალპეს.
ყოჩაღ სელსო!
14:17 15-12-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული