"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

AutoSharing Option
ევროპის სასამართლომ სუპერლიგის მხარე დაიჭირა და დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას ტურნირების ჩატარების განსაკუთრებული უფლება არ აქვთ.

კომპანია А22 Sports-მა, რომელიც სუპერლიგის შექმნითაა დაკავებული, განაცხადა, რომ ტურნირი ღიაა, მონაწილეები სპორტული დამსახურების პრინციპით შეირჩევიან, პარალელურად კი, კლუბები ეროვნულ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სუპერლიგაში, რომელიც სტარტს 2025 წელს აიღებს, 64 გუნდი სამ ლიგად დაიყოფა. მატჩები შუა კვირაში გაიმართება. იმოქმედებს დივიზიონებში გავარდნისა და აღზევების პრინციპი და ყველა გუნდი სეზონში მინიმუმ 14 შეხვედრას ჩაატარებს. თამაშების ტრანსლაციები უფასო იქნება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უდავოდ "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გამარჯვებაა,
მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. ტურნირის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციები, ევროპის კლუბების ასოციაცია, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის სპორტის სამინისტრო, "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", პსჟ, რომა", "მონაკო", "სევილია" და "ატლეტიკო". სუპერლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში პრემიერლიგაში ყველა კლუბს 30 ქულას ჩამოაკლებენ და 29 მილიონი ევროთი დააჯარიმებენ; არაა გამორიცხული, ჩემპიონშიფშიც დააქვეითონ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რამეთუ ისინი მთელ მსოფლიოში უკეთ არიან ორგანიზებული და ასე იქნება მუდამ, ხოლო უეფას თავკაცმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგას ზომბების ტურნირი უწოდა.

ამ ეტაპზე სუპერლიგის მხარდამჭერი მხოლოდ სამი სუბიექტია: "რეალი", "ბარსელონა" და "ნაპოლი", რომლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო სიხარული ვერ დამალა. "იუვენტუსს" ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია.

კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა გადატვირთული კალენდარია. სუპერლიგაში სხვა კლუბები იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ მომხიბვლელი და ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. ევროპის სასამართლოს ვერდიქტი კი სუპერლიგის პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

ერთი სიტყვით, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა და ომში დამარცხებული მხარე სასიკვდილო დარტყმას მიიღებს.

alt"ამიერიდან ევროპული ფეხბურთის აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების, ფეხბურთელების და მათი გულშემატკივრების ხელშია" - პერესი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

alt"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუნდი,რომელიც ფროზინონესთან 0-4 აგებს.ასეთ გუნდს რა ესაქმება სუპერლიგაში.
ვაგნერი ჯანაშია.
22 დეკემბერი 2023 23:36
0
სუპერლიგა, მოგვწონს ჩვენ თუ არა, მაინც შედგება ( ასეთია ბიზნესის კანონი), მაგრამ აქ მთავარი საკითხია თუ როდის და რა ფორმით. ბრიტანულ კლუბებს ისედაც უწევთ 5 სხვადასხვა სახის გათამაშებებში მონაწილეობა. ან უნდა შეელიონ რომელიმეს,ანდა უნდა სუპერლიგა ( განსხვავებით ნბა და ნეიჩეილისგან) უნდა იყოს შეცვლადი. ე.ი. ბოლო ადგილზე გასული კლუბები უნდა გადიოდნენ სუპერლიგისან და ისინი უნდა შეცვალოს რომელიმე ეროვნული ჩემპიონატის თუ სხვა გათამაშების გამარჯვებულმა გუნდებმა. ისე ძნელი იქნება ფეხბურთელებისათვის, წარმოუდგენელია რომ ყოველკვირეულად ითამაშონ 3-4 თამაში.
ფაქტი ერთია, რომ უეფა და ფიფა, როგორც არშემდგარი და კორუფციაში ჩაფლული ორგანიზაციები უნდა გაუქმდეს. ასევე ეროვნული ფეხბურთის ფედერაციები, რომლებიც მუდმივად თან ფულს იღებენ ფიფასა და უეფასგან, თანაც ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებას თხოულობენ. თუ ფეხბურთელები არიან პროფესიონალები,მაშინ კლუბებიც და მთლიანად ფეხბურთიც უნდა გახდეს პროფესიონალური ( ყოველგვარი დაფინანსებების გარეშე). როცა აწამოებ ბიზნესს( რეალურს და არა პოსტსაბჭოთა გაგებით),არ ელოდები რომ სახელმწიფომ დაგაფინანსოს.სადაც სახელმწიფო არ ერევა,იქ ქრება კორუფცია.
Walter White
22 დეკემბერი 2023 16:44
4
როგორი მაგარი ბიზნესიც არ უნდა იყოს ფეხბურთი, მაინც ვფიქრობ რომ უფრო მეტია ვიდრე ფული და ნბა-დ გადაქცევა არ გამოუვათ
მაგრამ ფიფა და უეფა ნამეტანი არიან თავს გასულები, მაგათ შიგნით უნდა მოხდეს ცვლილებები, დიდი კორუფციაა მაგ ორგანიზაციებში
ზურა
22 დეკემბერი 2023 14:17
0
ერთი სული აქვთ რუსებს როდის დააბრინებენ ,შემოაკლდათ მილიონები
კიტა
23 დეკემბერი 2023 20:37
0
მე რომ ცოცხალი ვიყო, ამათ მოვუვლიდი. სულ ხუთწლედის გეგმით ვამუშავებდი
სტალინი
22 დეკემბერი 2023 13:11
1
ამ ლიგის შექმნა არის სამაშველო რგოლი რეალისთვის და ბარსასთვის. იმდენი ვალები აქვთ, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არა აქვთ. არ უნდა შეიქმნას ეს ლიგა, უნდა გაკოტრდეს, ვინც გასაკოტრებელია და მერე ცოტათი მაინც ისწავლიან ჭკუას ესეთი კლუბები, თორემ ხომ ხედავთ, ჭერი არ არსებობს ფასებში, უკვე მილიარდამდე ავიდნენ, აი, ეს უნდა მოიპოს.
ბმბ
22 დეკემბერი 2023 12:02
3
საინტერესოა ფიფა და უეფა საერთოდ რა ორგანიზაციებია?
ვინ ირჩევს და ვინ ავალებს ფინანსების განკარგვას? და მოგება რას ან ვის ხმარდება?
პერესის პოზიცია გასაგებია ჩემთვის.
ვიღაც ტიპებს რატომ აქვთ ექსკლუზივი ტურნირის ჩატარების?
რატომ არ შეიძლება სხვამაც ატაროს? :)
Las
22 დეკემბერი 2023 02:32
3
ე ხალხო დაიწყონ ეგ სუპერლიგა …მითუმეტეს თუ სამი ლიგა იქნება ესე იგი ან 60ან 66 კლუბი წავა იქეთ და ვინც დარჩება უეფას ტურნირებში ( რა თქმა უნდა ჩვენი კლუბებიც) აი მაქ მაინც ჩემპიონთა ლიგის რა გითხრათ და კონფერენს ლიგაზე უეჭველი მოვხვდებით რაც ძაან მაგარი იქნება ჩვენთვის …თან უეფას ფულებიც ( მესმის ბევრს დაკარგავს უეფა მაგრამ სუპერლიგის ფეხბურთელები რომ ნაკრებებში არ დაბლოკოს წილს აიღებს სუპერლიგიდან ასე რომ არცთუ ისე ბევრს დაკარგავს)მეტი შეგვხვდება …ჩემი ( არაკომპეტენტური) გადმოსახედიდან ჩვენისთანა ქვეყნებს არანაკლებად უნდა აინტერესებდეს ეგ სუპერლიგა …როდესაც 60-ზე მეტი უძლიერესი კონკურენტი მოგშორდება( ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ვაკუუმი ) ეგებ ჩვენც ამოვყვინოთ ჭაობიდან )))…
მდაა
22 დეკემბერი 2023 01:15
3
ფეხბურთს დღევანდელი სტრუქტურებით( ფიფა,უეფა და ა.შ) მომავალი არ გააჩნია. აუცილებლად უნდა ნახოთ ნეტფლიქსზე დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ თუ რა დონის კორუფცია ყვავის ფიფასა და უეფაში( არც სფფ ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა მაშტაბით). ყველაფერი კი ჟოაო აველანჟის დროს დაიწყო,როცა მან გერმანელ აფერისტებთან ერთად გადაწყვიტა ფეხბურთის კომერციალიზაცია და სატელევიზიო ტრანსლაციების ნებართვებით ვაჭრობა.
NBA,NHL წლებია არსებობენ,ამან კი არ ჩაკლა კალათბურთი და ჰოკეი,არამედ გაანთავისუფლა კორუფციისგან.
მომავალი სუპერლიგის მხარესაა, მოგწონთ ეგ თუ არა.
Walter White
22 დეკემბერი 2023 01:09
1
ზედა მარცხენა სურათმა იყნოსა რაღაც სათავისო. მარა დონ ფლორენტინო მასზე მაღალი ჩარვაჭარი ლეველია და მეტი საქმე არააქ წუწკი ლაურენტისის ნაპოლის იქ ცხვირი შეაყნოსიონ.
Helados
22 დეკემბერი 2023 00:31
0
საბოლოოდ გადაუსვეს შპაკლი ფეხბურთს
Levani
22 დეკემბერი 2023 00:20
1

სიახლეები პოპულარული