"ბარსელონაში" მუშაობისას ეს პირველივე დღიდან ვისწავლე" - გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კრიტიკოსებს მიმართა. მისი თქმით, კრიზისი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ეს პირველად "ბარსელონაში" მუშაობის დროს გააცნობიერა.

"რაც უფრო მეტს იგებ, ყველა ელოდება, თუ როდის დამარცხდები. ეს "ბარსელონაში" მუშაობის პირველივე დღეს გავაცნობიერე.

ხალხი ხშირად აღტაცებით ამბობს, თუ რა მაგრად ვთამაშობთ, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წარმატებას ვაღწევ. მათ არ ესმით, რას ვაკეთებ, მაგრამ პატივს გვცემენ, რადგან ვიგებთ.

რამდენიმე დღის წინ, ვთქვი, რომ "კრისტალ პალასის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, თუმცა ვერ მოვიგეთ. მაშინ ჟურნალისტები
წერდნენ, რომ კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით.

კრიტიკა ჩვენი საქმის შემადგენელი ნაწილია და ამას უნდა დაეთანხმო", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"საუკეთესო, ვისაც კი ეს ოდესმე გაუკეთებია" - გვარდიოლას ქალიშვილი მამაზე

alt"ერთ მატჩსაც კი ვეღარ ვიგებთ" - გვარდიოლა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს გვარდიოლაა! და მისი გამონათქვამები რა სრულად ესადაგება დღევანდელ ხვიჩას!
ჯონდო
21:42 28-12-2023
0

სიახლეები პოპულარული