"ნაპოლიმ" ელმასის შემცვლელს "შახტარში" მიაგნო - მოლაპარაკებები დაწყებულია

AutoSharing Option
"ნაპოლი" "შახტარის" ნახევარმცველთან გეორგი სუდაკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის დამატება "იუვენტუსსაც" სურს, თუმცა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტი "პარტენოპეია".

აურელიო დე ლაურენტისი სუდაკოვს ელიფ ელმასის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც "ლაიფციგს" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

სუდაკოვმა მიმდინარე სეზონში "შახტარის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 18 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
50 ლიმონი მინიმუმ, ლაურენტის მოგიწევთ ჯიბეზე ხელის წარტყმა, 10 მილიონად ხვიჩებს ვეღარ იპოვი, არ იყიდი და ტიფოზები გაგცემენ საკადრის პასუხს.
მეგრელი
19:54 30-12-2023
3

სიახლეები პოპულარული