"ეჭვიც არ მეპარება, გასულ წელს საუკეთესო ვიყავი" - ანდრე ონანა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, ანდრე ონანამ Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ წელს საუკეთესო მეკარე იყო და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მასში ამხელა თანხა სწორედ ამის გამო გადაიხადა.

"შეცდომები სწავლის პროცესში ყოველთვის ხდება. ვიცი, რომ ხალხი ჩემგან მეტს ელოდება და ძალიან მაკრიტიკებენ. მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან ამას მიჩვეული ვარ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერზე" დიდი გუნდია, მოლოდინებიც მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც "ინტერში".

ტენ ჰაგს ჩემი შეძენა ძალიან სურდა, რადაგნ გასულ წელს საუკეთესო ვიყავი. როდესაც ხარისხი და შესაძლებლობები
გაქვს, ყველაფერი დროის ამბავია", - განაცხადა ონანამ.

შეგახსენებთ, "იუნაიტედმა" კამერუნელი მეკარე გასულ ზაფხულს, "ინტერიდან" 51 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

altმამარდაშვილი ონანას შემცვლელად სახელდება - "იუნაიტედის" ახალ თანამფლობელს "ოლდ ტრაფორდზე" ქართველი მეკარე სურს

altანდრე ონანამ შეიძლება "ევერტონთან" ითამაშოს

altჩემპიონთა ლიგა. III ტური: მაგუაირის ნანატრი გოლი და ონანას გმირობა - ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "მანჩესტერთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ო ნანა,ოო თამათა,ოოო შორენა
Levani
14:16 01-01-2024
1
რატომ ფიქრობს,რომ მანიუ,ინტერზე დიდი გუნდია,ან თვითონ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა?არც დღევანდელი მანჩესტერია,ინტერზე ძლიერი.
სოსო
13:59 02-01-2024
0

სიახლეები პოპულარული