სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სუპერლიგაზე კიდევ უფრო ბევრს საუბრობენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ევროსასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა და საფეხბურთო სამყარომ სუპერლიგის შექმნა არ უნდა დაუშვას.

"ჩვენ ნამდვილ ვკარგავთ ძველ, ოქროს ტრადიციებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა. მათ არ ესმით, რომ ხალხი ყოველთვის ნამდვილ ფეხბურთს ირჩევს.

ადამიანებს ოცნებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ პატარა
გუნდი დიდი გუნდის დამარცხებას ვერ მოახერხებს", - განაცხადა სპალეტიმ RAI-სთან ინტერვიუში.

alt"აი, ასეთი ადამიანია სპალეტი" - რა თქვა ბუფონმა

altგვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

alt"გაინტერესებთ, "ნაპოლიში" მუშაობის დროს რა ვისწავლე?" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 13 /
სპალეტი თავიდან როგორ აკრიტიკებდა კვარას მიუხედავად კარგი თამაშისა ხომ გახსოვთ, რაც ჩვენში გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ ჩავარდნებზე პირველი დამცველი იყო. ასე რომ კარგი ადამიანია ეტყობა
suxumchanin
17:37 02-01-2024
1
ამ კაცს გულიც აქვს და გონებაც.
გიორგი
15:13 02-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული