მადრიდის "რეალი" ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას" - დიეგო ლოპესი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, AS-თან ინტერვიუში "ბლანკოსის" შესახებ ისაუბრა. ესპანელმა კარის დარაჯმა კარიერა ახლახან დაასრულა, "სამეფო კლუბის" ღირსებას კი 2005/2007, 2013/2014 წლებში იცავდა.

მისი თქმით, "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ადგილას ჰოლანსა და მბაპეს შორის არჩევანს ამ უკანასკნელზე შეაჩერებდა, თუმცა ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მადრიდული კლუბი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას.

"ჰოლანსა და მბაპეს შორის ფრანგს ავირჩევ. მას "რეალისთვის" ბევრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მადრიდი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას, მათ შორის, იმ დიდებულ ფეხბურთლებზე, რომლებსაც "რეალის" მაისური მოურგიათ.

არ ვიცი, კილიანი
რას გადაწყვეტს, თუმცა, თუ მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში თამაში გსურს, გარკვეულ რისკზე უნდა წახვიდე", - განაცხადა ლოპესმა.

altდიეგო ლოპესი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვინაა?
ბირსი
02 იანვარი 2024 15:47
12
ვინაა და მაგარი მეკარეა, რომელმაც მადრიდის რეალში და მილანში ითამაშა.
და რეალში ყოფნისას კასილასი ამოაგდო შემადგენლობიდან..
გენა
02 იანვარი 2024 20:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული