"აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს" - პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ერიკ ბაილიმ "მანკუნიანელთა" რიგებში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

კოტდივუარელი ფეხბურთელის თქმით, "წითელი ეშმაკები" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სამარცხვინოდ მოექცნენ.

"ის "მანჩესტერში" დაბრუნდა, როგორც ლეგენდა. პირადად ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ასე სამარცხვინოდ მოექცნენ. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ბაილიმ.

შეგახსენებთ, რონალდომ "ალ ნასრის" რიგებში მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 24 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

alt"შოკში ვარ" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

altლეაო: შემიძლია რონალდოს დონეს მივაღწიო,

მაგრამ ეგოისტი არ ვარ

alt2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი - რონალდო გოლების გატანას აგრძელებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
კრიშტო ძაან ბევრი გადამწყვეტი თამაში მოუგია საკლუბო დონეზე.. სულ მესის და რონალდუს შედარება იყო და ყოველთვის მესის მხარეს ვიდექი იმიტო რო ბარსას ვქომაგობდი.. ნელ-ნელა გროვდებოდა მნიშვნელოვანი თამაშები სადაც მესი თავჩაღუნული იდგა, თამაშებს ჩავი და ინიესტა იგებდნენ..ოქროს ბურთს მესი იმიტო რო ოსასუნას და ლას პალმასს ჰეთრიკებს უკეთებდა.. ვინც ობიექტურად შეაფასებს მესი არც რონალდუზე, არც ზიდანზე მაგარი არ ყოფილა.. არგენტინის ნაკრები ბოლო 30 წელში ყველაზე სუსტი მსოფლიო ჩემპიონია.. ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარული რო გაგეჩერებინა 1998 ში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს დაუფიქრებლად ჩამოთვლიდა,იგივეს იზამდა 2002ში ბრაზილიაზე თუ 2010 ში ესპანეთზე თუ 2014 გერმანიაზე , აი დღეს თუ არგენტინის გადამკვდარი ფანი არ არი ძაან გაგიჭირდებათ ვინმე ნახოთ ვისაც 5 კაცზე მეტი ეცოდინება.. იმდენად ცუდი ნაკრებია.. ეხლაც კი მახსოვს საფრანგეთის,გერმანიის,ესპანეთის, ბრაზილიის ნაკრებების შემადგენლობები ყველა ვარსკვლავი იყო..
berg
18:02 04-01-2024
14
არ გინდა ძმაო ეს "მესის მხარეს ვიყავი". ყველა მესის ჰეიტერის ტიპიური ბაზარია. ფეხბურთისგანაც შორს ხარ ეტყობა, რადგან ისიც არ იცი, რომ ხავის და ინიესტას წასვლის მერეც ათრია მინგესებიანი და ბრაითვეითებიანი არეული ბარსა მესიმ პირადად, ჩემპიონიც გახადა და თასიც მოაგებინა. არ იცი ალბათ, არგენტინის ნაკრები პირადად ათამაშა მსოფლიოს ფინალში და სამჯერ - კოპა ამერიკას ფინალში. შემდეგ კოპაც მოაგებინა, ფინალისიმაც და მსოფლიო თასიც. არგენტინა არის სუსტი ჩემპიონი? კაი ერთი, ტაიმნახევარი მოედნიდან გააქრო საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები,და მხოლოდ დროზე ადრე რომ დაიჯერა გამარჯვება, მაშინ გაუჩნდა შანსი საფრანგეთს. არგენტინის ფეხბურთელების გვარები ნეტავ ვინ იცისო. ყველამ ვინც თუნდაც იგივე პრემიერ ლიგას ან ლა ლიგას უყურებს. შენც გირჩევ ხშირად უყურო ფეხბურთს მაშინ სასაცილო რამეებს აღარ დაწერ. და კიდევ თუ ასე გიყვარს რომალდო, მაგაში ცუდი არაფერია, გიყვარდეს რა, რა პრობლემაა. უბრალოდ ამისთვის არაა აუცილებელი მესიზე მართლაც სასაცილო რამეების წერა.
berg-ს
22:52 04-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული