ანჩელოტის უარის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
Globo Esporte-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფერნანდო დინიზის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

კოპა ამერიკის დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე "სელესაო" დამრიგებლის გარეშე რჩება. დინიზი, რომელიც ასევე "ფლუმინენსესაც" მოძღვრავს და კლუბს კოპა ლიპერტადორესიც მოაგებინა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოძღვრავდა, თუმცა ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრების სახელს აქტიურად კარლო ანჩელოტის უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიელმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა.

ვინ გახდება "სელესაოს" ახალი მწვრთნელი უცნობია, მაგრამ პრესაში უკვე გამოჟონა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი "სანტოსის" დამრიგებელი დორივალ ჟუნიორია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიხიჩა შევთავაზოთ
ლაშა
15:38 06-01-2024
2
გეგუძაძეა უმუშევარი.
მახო
21:30 06-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული