"ნეტავ ქუჩაში ცხოვრება შემეძლოს" - მბაპეს უცნაური ნატვრა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ L'Equipe-თან ინტერვიუში საკუთარი სურვილის შესახებ ისაუბრა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ორ დღეს ქუჩაში დიდი სიამოვნებით გაატარებდა.

"დიდ ფულს გადავიხდიდი, რომ პურის საყიდლად გარეთ გასვლა შემეძლოს. ის, რაც ადამიანებისთვის ნორმალურია, დღესდღეობით ჩემთვის წარმოუდგენლად ითვლება.

რას გავაკეთებდი ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს? - ორ დღეს აუცილებლად ქუჩაში გავატარებდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანად ყოფნის შეგრძნება დავკარგე", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, 25 წლის შემტევი პარიზულ კლუბში ყოველწლიურად 72 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

altმბაპემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

altდღეს, "რეალი" მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს შეთავაზებას

გაუკეთებს

alt"მბაპე თუ ჰოლანი? არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია" - რონალდო

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული რო გაქვს და გარეთ ვერ გამოდიხარ, შვილებთან ერთად პარკში ვერ გაისეირნებ, ძნელი უნდა იყოს.
ერთი 10 მილიონი უნდა გქონდეს და კაციშვილმა არ იცოდეს და იცხოვრე ბედნიერად.
მეგრელი
19:06 07-01-2024
0
daikari cveri da satvale gaikete da gafi mere vin gicnobs
kombato
19:03 07-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული