
ფრანგი შემტევის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დატოვებს თუ არა პარიზულ კლუბს.
"ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია, თუმცა პსჟ-ის პრეზიდენტთან შეთანხხმება მაქვს. ამიტომ ყველა მხარე დაცულია.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და არა კონკრეტული ფეხბურთელი", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კილიანმა "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.