დებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" სტუმრობს და (0:2) მარცხდება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "პარტენოპეის" ახალწვეულის, პასკუალე მაძოკის დებიუტი შედგა, თუმცა იტალიელმა მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ვალენტინო ლაზაროზე უხეში ვარდნის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი უაზრო მოქმედება, თან პლუს ბარძაყში ჩარტყმა, ან მხედველობის პრობლემა აქვს ან ტოტალიზატორზე ხო არ ქონდა ამ მაძოგს თუ მაძუნგს დადებული??
ნიკო
07 იანვარი 2024 22:12
2
ახალ გუნდში,პირველი შემოსვლა იყო და სამ წუთში, ტოტალიზატორის გამო წითელის აკიდება? -გამორიცხულია!ეს უფრო ნერვულ დაძაბულობას და მეტისმეტ მონდომებას ჰგავს.შესაძლოა კლასის ნაკლებობაც იყოს,მაგრამ არა ტოტალიზატორი.
სოსო
08 იანვარი 2024 13:31
0
ვისაც ასაკი არ აქვთ და ვლადიმერ გუცაევის თამაში არ უნახია,მათ საყურადღებოდ ვიტყვი,რომ სწორედ ასეთი ვარდნებით ეთამაშებოდნენ,მას რუსული გუნდების მცველები.განსაკუთრებით კი,მოსკოვის დინამოს დაცვა გამოირჩეოდა.მსაჯი,შეხვედრის ბოლოს,ერთ რომელიმე მცველს გააფრთხილებდა,ოქმის გულისათვის და ეგ იყო,მათი ბრძოლა,უხეშობის წინააღმდეგ.ვოვას,15 წლიანი კარიერის განმავლობაში,300-ზე ცოტა მეტი მატჩი აქვს ჩატარებული,დანარჩენი დრო კი,საავადმყოფოს ფურცლებზე აღირიცხებოდა.დინამოს მცველები,მახოვიკოვი,ბუბნოვი და ნოვიკოვი,დღეს რუსული ფეხბურთის ლეგენდებად იწოდებიან.ჰო და სწორედ ისინი ამტვრევდნენ დაუნდობლად და წარბშეუხრელად,ტექნიკურ ფეხბურთელებს.ისე,რეზო ცელებაძე,სულაც არ განეკუთვნებოდა ტექნიკურიდრიბლიორების კატეგორიას,მაგრამ სსრკ ნაკრებში მოხვედრილს,მასაც მოსკოვის დინამოელებმა გაუბზარეს წვივის ძვალი და ამის შემდეგ,ძველი ფორმის დაბრუნება,ვეღარც მან შესძლო.მოსკოვის დინამოელები,მათშიც გამოირჩეოდნენ,მაგრამ არც კიეველთა,ლენინგრადელთა,ცსკას მცველები იყვნენ,ბევრად უკეთესები და თბილისელებზე,სხვებსაც შეღავათიანი მსაჯობა ჰქონდათ.1977 წელს,მოსკოვში,ტორპედოსთან მატჩში,მსაჯმა ბოლო 15 წუთში,ორი გოლი და სამი ნაღდი პენალტი წაგვართვა და 3-2 დამარცხების შემდეგ,ჩემპიონობისათვის ბრძოლის შანსი წაგვართვეს,იმდენი ტრავმა გვქონდა,რომ გუნდში 4 მცველი აღარ დაგვრჩა,მოედანზე გასვლა.ფიზიკურად რომ შეეძლოთ და ამის გამო,ახალკაცვმა,გოჩა მაჩაიძე და საშა ჩივაძე დასწია,დაცვაში.მანამდე,ორივე ნახევარმცველი იყო.
სოსო
07 იანვარი 2024 21:38
2
შემოგზავნილია.
პროვინციელი.
07 იანვარი 2024 20:03
3
შაშუბეშია ვიღაცაა. სად იყო ბურთი და ეს სად შეუვარდა.
კოლა
07 იანვარი 2024 19:48
2
მაძოკი კი არა სუფთა ფანძაკია
გიუშა
07 იანვარი 2024 19:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული