"ეს შესაძლებელია" - კონტემ "ნაპოლის" ჩაბარებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს, Calcionapoli24-თან ინტერვიუში "ნაპოლის" ჩაბარების შესახებ ჰკითხეს. იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის თქმით, ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"ნაპოლის" ჩაბარება? ეს შესაძლებელია, თუმცა მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო გუშინ "ტორინოსა" და "ნაპოლის" შორის გამართულ მატჩსაც დაესწრო, რამაც იტალიურ მედიაში გავრცელებული ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა.

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"მატჩისწინა სექსისას პარტნიორს მართებს აქტიურობა" - კონტემ ფეხბურთელებს რჩევა მისცა

altკონტე "ნაპოლის" სათავეში არ ჩაუდგება - მიზეზი ცნობილი გახდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასე მგონია ეს და ლაურენტისი ზოდიაქოს ნიშნებით ვერ ეწყობიან ერთმანეთს. პ.ს. არცერთის ზოდიაქო არ ვიცი, ჩემით მივხვდი ;დ
ქუთაისელი
09 იანვარი 2024 11:21
1
როგორც მწვრთენილი ძაან მომწონს..ნაპოლის მოხოდავს..მაგრამ დამოუკიდებელი ტიპია და ლაურენტისთან რავი..ამას ტოტენჰემში ვერ მიცეს მაყუთი რო გუნდი დაეყენებინა და წუწკ ლაურენტისს რას გამოადნობს
კიეზა
09 იანვარი 2024 07:07
1
სერია ა-ს ოთხზის საუკეთესო მწვრთნელობა ხუმრობა საქმე არ არის,სხვაც ბევრი.იმედია გამოდნება ეს საქმე ...
ვაჰმე
08 იანვარი 2024 23:27
2
კიმის გაყიდვით მოიგო კლუბმა 30 მილიონი და დაკარგავს 100 მილიონს დიდი ალბათობით ლიგის გარეშე
დავითი
08 იანვარი 2024 22:57
2
კონტე და დე ლაურენტისი ხასიათებში ვერ ემთხვევიან, კონტე აუცილებლად მოითხოვს ტრანსფერების გარანტიებს და მაგას რამდენად მიიღებს საეჭვოა. მოკლედ არამგონია ეს გამოვიდეს მაგრამ დავუშვათ მოვიდა, ძალიან მაგრად წაადგება ხვიჩას ესეთ პროფესიონალთან მუშაობა, კონტე ცოტა ჭკუაზეც მოიყვანს და მაგასთან ზედმეტს ვერ გაბედავს, რაც ბოლოს ისევ თვითონ წაადგება
nedved
08 იანვარი 2024 21:54
1
ანუ, კრიჟანგი ლაურენტისი ხელს თუ ჩაიყოფს ჯიბეში, მოვალო, თუ არადა ლაურენტისის დედაცო.
გიორგი
08 იანვარი 2024 20:04
1
ჭკიანი კაცია ანტონიო, არ მოვიდა სპალეტის, მერე რადგან იცოდა ჩემპიონობის მერე ვინც არ უნდა მოსულიყო უეჭველი დაღმასვლა დაეწყებოდა გუნდს და მას დაბრალდებოდა სპალეტის აწყობილი გუნდი დაშალაო, ადროვებს ახლა, რომ სანამ დასაცემია დაეცეს ეს გუნდი, რომ მერე აღორძინება დაიწოს და ეს გუნდი ევროპა ლიგის ზონაშიც, რომ მოახვედროს უკვე წარმატებად ჩაეთვლება.
სოსო
08 იანვარი 2024 19:14
2
გეთანხმები,სეხნიავ.სწორად მსჯელობ,მაგრამ ძალიან მეეჭვება,უფრო სწორედ,არ მჯერა,ამ სეზონში,ნაპოლი ისე გამოცოცხლდეს,რომ ევროტურნირების საგზურს შესწვდეს.გუნდი ჯერ კიდევ ვარდნის პროცესშია,მერე ვარდნა უნდა შენელდეს,შეჩერდეს,აღმა სვლა დაიწყოს და ევროზონას მიაღწიოს.ფეხბურთელებსაც თუ ხელფასები არ მოუმატეს და შემადგენლობაც არ გააძლიერეს,გამორიცხულია,გუნდური ატმოსფერო გაჯანსაღდეს.ეს ყველაფერი კი,ამ სეზონში,ვერაფრით მოესწრება.გუნდის გადაწყობა,მხოლოდ ზაფხულში თუ მოხერხდება.თვითონ კონტესაც ხომ დრო დასჭირდება,გუნდის შიგნიდან გასაცნობად.
სოსო
08 იანვარი 2024 19:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული