ფედელეს თქმით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს ფეხბურთი კარგად არ ესმის და მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება.
"ჩემი სურვილის საპირისპირო მოსაზრება უნდა დავაფიქსირო, "ნაპოლის" 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება. ამას ვამბობ, როგორც "ლურჯების" გულშემატკივარი. დე ლაურენტისმა გუნდის გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გვერდზე გაიწიოს, ლაპარაკს თავი დაანებოს და გადაწყვეტილება მიანდოს ისეთ ხალხს, რომლებსაც ფეხბურთი კარგად ესმით", - განაცხადა ფედელემ.
"ნაპოლიში" მას რეკომენდაციას ვუწევ, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს" - ფედელე