28 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ნიკოლაი კოვტალიუკმა "დილა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ვორსკლაში" გადავიდა.
პოლტავური კლუბი კოვტალიუკს ჯერ კიდევ ზაფხულში შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, რომლის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კოვტალიუკმა წელს "დილას" შემადგენლობაში "ვორსკლას" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში გაუტანა გოლი.
ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]
გოლი კომპენსირებულ დროში - "დილამ" "ვორსკლასთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო [VIDEO]