კოვტალიუკი "დილადან" "ვორსკლაში" გადავიდა, რომელსაც ზაფხულში ორი გოლი გაუტანა

AutoSharing Option
28 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ნიკოლაი კოვტალიუკმა "დილა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ვორსკლაში" გადავიდა.

პოლტავური კლუბი კოვტალიუკს ჯერ კიდევ ზაფხულში შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, რომლის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კოვტალიუკმა წელს "დილას" შემადგენლობაში "ვორსკლას" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში გაუტანა გოლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეეჰ,გაწეწეს,გორის დილა!კარგი გუნდი იყო და ცოტაც რომ გაეძლიერებინათ,იქნებ ჯგუფშიც გაეღწია.ახლა კი,ყველაფერი ახლიდანაა დასაწყები და რა გამოვა,არავინ იცის.
სოსო
16:34 11-01-2024
0
ეგ რამდენჯერ უნდა წავიდ-წამოვიდეს?!
მაო
01:28 11-01-2024
0

სიახლეები პოპულარული