ოფიციალურად: ერიკ დაიერი "ბაიერნის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მცველი ერიკ დაიერი 6-თვიანი იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს. "რეკორდმაისტერს" იჯარის გახანგრძლივება 1 წლით შეეძლება.

დაიერი "დეზების" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ლონდონელთა მაისურით 365 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერს" თავდაპირველად "ჯენოადან" რადუ დრეგუშინის დამატება სურდა, თუმცა ახალგაზრდა რუმინელმა არჩევანი "ტოტენჰემზე" გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული