The Best 2023. საუკეთესო მესია - კვარაცხელია მეათეა

AutoSharing Option
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.

მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,
ბრაზილია)

სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნამუსიც კაი საქონელია! კაცმა 2022 ში მოიგო მსოფლიო და 2024 წელს გადასცეს პრიზი რომ თურმე 2023 წლის საუკეთესო გახდა!!! რა გააკეთა დაერთოდ 2023 ში?? ააა ინტერ მაიამიში ხო მაგარი სეზონი ქონდა, აუუ რა ჯარიმებიი გაიტაან! მოდით 2025 შიც მიეცით. ერთ ორ ჯარიმას კიდე გაიტანს ალბათ. ბარსას და მესის თავგადაკლული ფანის კი ვერ ახსნის იმას თუ რატომ არის მესი 2023 წლის საუკეთესო!
მურთო
16 იანვარი 2024 03:06
18
ფიფამ, უეფამ და მედია მაგნატებმა შექმნეს ფულის საჭრელი ცეხი. ამუდავებენ ბოლომდე. ინტერ მაიამის რიგებში, მლს-ის ბომბარდირი რომც გამხდარიყო, რა წლის ფეხბურთელი?! ჰალანდმა ან როდრიმ, ყველაფერი მოიგეს, ინდივიდუალურადაც მაგრად ითამაშეს, მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა, როცა საქმე ფიფა/უეფას კორუმპირებულ ბიუროკრატიასთან გაქვს?! რაც ყატარს მისცენ მსოფლიო თასის ჩატარების უფლება, არაფერი მიკვირს.
ციციკორე
16 იანვარი 2024 11:17
3
ხვიჩა 2022-ში ბრწყინავდა.2023-ში,მხოლოდ გაზაფხულამდე,მერე კი მშრალი სეზონი დაეწყო და უამრავი ამ საიტზე შემომსვლელის მტკიცებით,0 გახდა!არა და აგერ,10 ადგილზე დაასახელეს!იქნებ ფეხბურთის სპეციალისტებისაგან განსხვავებით,თქვენ ფეხბურთში სხვა რამეს და სხვანაირად აფასებთ?არ დაიწყოთ ზოგიერთივით,რომ მესიმ,ეს ჯილდოები იყიდა.ხვიჩამაც იყიდა,თავისი სამარცხვინო ხელფასით?!ფეხბურთში ფეხბურთი დაინახეთ და ყველაფერი,თავის ადგილზე დადგება!
სოსო
16 იანვარი 2024 08:40
1
ყველა გამოხმაურება
ეს დაჯილდოება კიარა მარაზმია გვატდიოლქსაც კი გაუკვირდა მესისი პრიზი შემდეგი შეიძლება ბრახილიელი რონალდო იყოს
ნიკა
16 იანვარი 2024 12:35
4
დაიწყეთ აბა იყოდაო! ჰა გელოდებით...ჩამოუარა ნაკრებების კაპიტნებს, მწვრთნელებს, ჟურნალისტებს და ფულები ჩამოურიგა. ))) რაც შეეხება ჰალანდს - ჯერ თავის გუნდში გახდეს საუკეთესო, ზოგადად საუკეთესო და არა მხოლიდ გოლების მხრივ. აგერ ამდენი ხანია ვერ თამაშობს და დაეტყო რამე სიტის? გერდ მიულერი საოცარი მეგოლე იყო, მაგრამ არავის დაუყენებია ბეკენბაუერზე წინ კი არა, არც გვერდით. თამაშს და სანახაობას ვინც ქმნის ის ფასობს ყოველთვის ყველაზე მეტად. ამიტომაა კვარა ათეულში და არა მასზე ბევრად მეტი გოლის გამტანი რომელიმე სხვა.
ტომ
16 იანვარი 2024 10:22
32
მესის ჩასაფრებულ, შურიან, ბოღმიან, მოძულეებს გააჩერებ? რა მესის ბრალია, თუ მას მიიჩნევენ ყველაზე ღირსეულ ფეხბურთელად? შეიგნეთ! ასეთ ნომინაციაში: მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები აძლევენ ხმას და არა თვითონ ფეხბურთელი! ვულოცავთ ლეგენდას და დაე ვისაც ეწყინათ ცივი წყალიც მიაყოლონ.
ტომის
16 იანვარი 2024 14:26
24
ცენტრალური მცველი, რომელიც, მიხედავად თავისი პოზიციისა, თამაშსაც ქმნიდა და სანახაობასაც. მეტიც, ახალი ამპლუა შექმნა ფეხბურთში, რითაც ფეხბურთი შეცვალა. ვისაც მისი თამაში უნახავს დამეთანხმება. ამიტომაა ლეგენდა და სწორედ ამით განსხვავდება უბრალოდ ძალიან მაგარი ჩამშლელებისაგან. ეს ისე, ცნობისათვის)) რაც შეეხება სუბიექტურობას შეფასებაში, კი ასეა. და სპორტის ყველა სათამაშო სახეობაში ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. მე ვინ მომწონს ამაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ იმ ო ბ ი ე ქ ტ უ რ გარემოებაზე, რომ თამაშის შემქმნელი ყოველთვის უფრო ფასობადა ზოგადად (თორემ ვინმეს შეიძლება ბარეზი ერჩივნოს მარადონას, მისი ნებაა) ეს მესის დაბადებამდეც ასე იყო და ახლაც ასეა. მესით არ დაწყებულა ეს ამბავი, ამაზეა აქ საუბარი. აქ ზოგიერთები ითხოვდნენ აგვიხსენითო, რატომო... ხოდა ავხსენით.
las-s
16 იანვარი 2024 13:52
1
ყველა გამოხმაურება
ანუ ისეთ დონეზეა ფეხბურთი, რომ მაიამიში გასართობად წასული ფეხბურთელი იმარჯვებს ნომინაციაში
Goga
16 იანვარი 2024 11:23
3
ხალხს უკვირს,რატომ მოიგო მესიმ,თუმცა რატომ არ უნდა მოეგო? ხმას აძლევენ და... მაგალითისთვის,გურამ კაშიამ მესის მისცა ხმა,მეორეზე მბაპე გაიყვანა,ხოლო მესამეზე კვარა,ხოდა ეს რას უნდა ნიშნავდეს? ჰალანდი დაჩაგრა კაშომ და უპირველესად კვარა. შენი კაპიტანი რო არ გაყენებს პირველზე,რა უნდა მოსთხოვო სხვას? რამოდენიმე ადამიანი,ვინც ხმა მისცა კვარას და პირველზე ან მეორეზე გაიყვანა,მისი გუნდელი და კოსოვოს კაპიტანი ამირ რაჰმანმა მეორეზე გაიყვანა,ოსიმენი საერთოდ არ შეიყვანა სამეულში,გიორგი ჯიქია(ღრუსეთის ნაკრების კაპიტანი) პირველი ადგილი და ვილი სანიოლი პირველი ადგილი მიანიჭა. რა დასკვნა უნდა გამოიტანო აქედან,ქართველს მხარს უჭერს რუსეთის მხარეს გადასული ჯიქია და არა ჩვენი ნაკრების კაპიტანი,რომელია მოღალატე თუ რაც არის? ჩვენთვის,ქართველებისთვის კვარა არის მარადონაც,მესიც და პელეც,ხოდა კაშია არ არის ქართველი და უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა და მოიკვეთოს ნაკრებიდან. როგორც თავის დროზე ყიფო იყო ჩვენთვის ყველაფერი,რა ასე არ არის? ამიტომაც მოიგო მესიმ,კაშიას მსგავსი ნა**** ბევრია სამყაროში და რა გინდა რო ქნა. მესი არის ამ საუკუნეში საუკეთესო და ყველა პრიზი მას ეკუთვნის,თუმცა როცა კალენდარულ წელს აფასებ,მაშინ საუკეთესო ჰალანდი იყო. ეს იმას არ ნიშნავს რო ჰალანდი მესის ჯობია. კვარამ რაც გააკეთა წინა წელს იყო სასწაული ამბავი,სად დაიწყო და რა გააკეთა. რუსულ სტეპებში ეთამაშა მესის და განახებდით რა ბიჭი იქნებოდა. კვარა არის ბრილიანტი,რომელსაც არ ვუფრთხილდებით ქართველები. კვარამაც იცის რო მესის დონეზე არ არის,თუმცა ქართველისგან მხარდაჭერა გაუხარდებოდა და ეწყინება ეს ამბავი,მე მეწყინებოდა მაგალითად. სირცხვილი კაშიას და საქართველოს ნაკრებს,ასეთი ცუდი კაპიტანი რო ყავს. სხვათაშორის,სირცხვილი ქეცბაიას კიდევ,მესამეზე გაიყვანა მანაც კვარა. მესის ფეხებზე კიდიხართ,თუმცა კვარა არ დაგიკიდებდათ. უფრო მეტს გეტყვით,ილია თოფურიას რამოსი დარბაზიდან ქომაგობს,ხოლო კაშია ალბათ ვოკანოვსიკიზე გამაზავს ფულს,ასეთი მენტალიტეტით მოძრაობენ უმეტესად ქართველები და მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში. ჯიქიას რო უფრო მეტი ქართველობა აქვს,ვიდრე კაშიას ან ქეცბაიას ეს საგანგაშო ამბავია,სირცხვილი თავისთავად
იასონას უდარი
16 იანვარი 2024 08:42
18
უდარი?
ბრჭყალები
16 იანვარი 2024 10:02
3
ლოგიკურად რონალდოს უფრო მაგარი წელი ქონდა ვიდრე მესის. უფრო მეტი გოლი გაიტანა.
oee
16 იანვარი 2024 07:58
6
შარშან უბანში მე უფრო მეტი გავიტანე, 60+ გოლი, რა რონალდუ, ლოგიკურად მე უფრო მაგარი წელი მქონდა :))))))))))))))))))
:D :D
16 იანვარი 2024 13:03
16
ეს არის უსამართლობა.მესი არის უდიდესი ფეხბურთელი,მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იმსახურებდა პრიზს.აქ მხედველობაში მიიღებოდა 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 23 სექტემბრამდე ნაჩვენები შედეგი.და რა მოიგო მესიმ?საფრანგეთის ჩემპიონატი და აშშ პენსიონერების ჩემპიონატის მეასეხარისხოვანი თასი.ჰოლანდმა რაც მოიგო და რამდენი გაიტანა ეგ ყველამ იცის.მაგრად ტეხავს.და ზოგადად ბოლო წლებში ეს ცერემონიები ერთი დიდი ფარსია.ან რატო ატარებენ საერთოდ?ყოველ წელს სიცოცხლის ბოლომდე მესის მისცენ.აბა გამოხტით ეხლა მესის სექტის წევრებო.
zaza
16 იანვარი 2024 07:32
11
აბა, აბა, სულ ჰოლანდმა მოიგო რაც სიტიმ მოიგო ყველაფერი. განსაკუთრებით ფინალებში და ნახევარფინალებში ბრწყინავდა... გოლები, ასისტები, დრიბლინგები, შექმნილი შანსები...))) კიდევ ნორვეგიის ნაკრები, იქაც პირადად გაიყვანა ევროპაზე)))
კაი ერთი
16 იანვარი 2024 10:40
16
ტიპს 5 წელიწადია არაფერი გაუკეთებია (პსჟ-ში გადასვლის სანაცვლოდ მიცემულ მსოფლიო ჩემპიონატს არ ვთვლი) და მაინც ტენიან პრიზებს. სასაცილოა
როსტომი
16 იანვარი 2024 16:53
10
როსტომოვიჩ, შენ რო იტყვი არა? 5-წელიწადში არაფერი გაუკეთებიაო, რო ბჟუტურებ, მს. ჩემპიონატი სათვალავში არ ითვლება არა?!უკვე იქამდე მიდის შენნაირი ბოღმიანების ფანტაზიები, რო პსჟეში რო გადავიდა ლეო, მაგის გამო მისცეს მს.თასი?! და რატომ თავიანთ მპაბეს არ ჩაუწყეს ეგ საქმე? მითუმეტეს შეიხი ყავთ პრეზიდენტად და რა გაუჭირდებოდა თუ ფულები არ ქონდათ? არა რახან ლეო მესია, მანდ გაქვთ ბოღმები! შიზოფრენიის დონემდე ხართ უკვე დასულები, ანტი მესისტები. ეხლა ისევ დაატრიალებთ ჟანგიან პლასტინკებს: მესიმ ყველა მოისყიდაო, "ყოჩაღ ლეო" თუ თავის ჭკუაზე ატრიალებს ყველას!
როსტომას
16 იანვარი 2024 20:21
13
რა საცოდავია ქალუსია მბაპე,იხევენ და იხევენ,ახლა ბელინგემი მოიხოდა და მგონი დარჩება ნომერ 2-ად სამუდამოდ
Kvekeskiri
16 იანვარი 2024 13:42
3
მეორედ რატომ? მესამედ. ჰოლანი ხო უფრო მაგარია ვიდრე მბაპე. ბელინგემმა თუ ასე გააგრძელა ბევრ ოქროს ბურთს აიღებს
zura
16 იანვარი 2024 16:15
0
საერთოდ, რას დაემსგავსა მსოფლიო, არა მარტო ფეხბურთი. ეხლა ამოქექეს 2021 ში, პსჟ-მ უყიდაო მესის საუკეთესოს პრიზი. ლეო, სასწაულად მაგარი ფეხბურთელია, არავინ დაობს, მაგრამ ეს რა არის? რა არის ბატონებო და მ ა რ ა ზ მ ი. გაისადაც მესის მისცენ, იმის შემდეგაც, იმის შემდეგაც და ჰააა...
ლევანი
16 იანვარი 2024 14:52
8
ზოგჯერ შეხედე ხოლმე რას აკეთებს ახალ გუნდში, მაგრამ ეს პირველი ადგილი, თუ იცი, 22-23 წლის სეზონისთვის მისცეს, მსოფლიომდე.
გიორგი
16 იანვარი 2024 17:50
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული